თბილისის „SOS ბავშვთა სოფლის“ ტერიტორიაზე დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი სისტემის ექსპლუატაციაში გადაცემის საზეიმო ცერემონია დღეს გაიმართება.
წყლის გამაცხელებელი სისტემა ენერგოეფექტურობის ცენტრმა დაამონტაჟა, „ბრითიშ პეტროლიუმისა“ და პარტნიორების ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით. სისტემის მონტაჟი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის პროექტის - „განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება“ ფარგლებში მოხდა.
პროექტის განხორციელებისა და „SOS ბავშვთა სოფელში” დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი სისტემის ამოქმედების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ყოველწლიურად 50 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ეკონომია და ატმოსფეროში, მინიმუმ, 95 000 კგ CO2-ის შემცირება.
ცერემონიას BP-ს, მისი პარტნიორი ორგანიზაციებისა და ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრებიან.

















