ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის მისიის ხელმძღვანელს გაბრიელ
გოდარდს ხვდება.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებია.
მსოფლიო ბანკი საქართველოში სამწლიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის მხარდაჭერას ახორციელებს, რომლებიც მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ნაწილია. მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილ რეფორმებს შორისაა, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემის რეფორმის შემუშავება, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმა, ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა და ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებები.

















