ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო კომპლექსში ხვალ კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულებისთვის სამდღიანი ტრენინგი იწყება.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე პროგრამული ბიუჯეტის დანერგვაა.
სწავლებას ფინანსთა სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
ტრენინგს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი გახსნის.

















