დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები
(მიმდინარე ფასებით) 1.9 მლრდ ლარით, ანუ 6.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 3.8 პროცენტი შეადგინა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 30.1 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მოცემული დროისთვის საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.0 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია.
საქართველოს საბანკო სექტორი 2017 წლის იანვრის მდგომარეობით, 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

















