25-26 თებერვალს "თავისუფალ უნივერსიტეტში" საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში პირველი მოსამზადებელი ეტაპი ჩატარდება.
მოსამზადებელი ეტაპის მიზანია მონაწილეებმა მიიღონ გამოცდილება და დახვეწონ არგუმენტირების ტექნიკა ქართველი და უცხოელი სამართლის სპეციალისტების წინაშე მანამ, სანამ ისინი რეალურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად წარსდგებიან. რეალური შეჯიბრი მარტის ბოლოს ვენაში გაიმართება.
აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი და "თავისუფალი უნივერსიტეტის" კომერციული სამართლის ეროვნული ცენტრი უწევენ.

















