სასტუმრო "რედისონში" დღეს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეკინმა, თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად კონფერენცია სახელწოდებით - "თანამედროვე საკითხები კომერციულ არბიტრაჟში, საერთაშორისო და ქართული პერსპექტივები" - გახსნა.
კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრთან, გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიასთან, არბიტრების პრივილეგირებულ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობითაა ორგანიზებული.
კონფერენციის თემები მოიცავს სამოდელო კანონს საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო კანონმდებლობასთან.

















