საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მედიასთან გალარების პროექტის დეტალები განმარტა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროგრამით ისარგებლებენ ფიზიკური პირები, რომელთა მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 000$-ზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისათვის.
„მიზანი აღნიშნული ქმედების არის ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის რყევებათან მიმართებაში ჩვენი მოსახლეობის სესხის მოსახურების ნაწილში, რაც საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას აღარ გაეზრდება და არც შეუმცირდება ის ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც ისინი იხდიდნენ სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის რყევა იქნებოდა.
აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 000 ლარს 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს, მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 000$-ზე მეტი 2015 წლის 1-ელი იანვრისათვის. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს, მაშინ არსებული ნაშთის სუბსიდიას საქართველოს მთავრობა განახორციელებს“-განმარტა ქუმსიშვილმა.

















