logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დაზარალებული მეანაბრეები ხელისუფლებას უნიკალური პროექტით დაინტერესებას სთხოვენ
დაზარალებული მეანაბრეები ხელისუფლებას უნიკალური პროექტით დაინტერესებას სთხოვენ
17:23 19.06.2012
სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდი ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურების ექსკლუზიურ პროექტს სთავაზობს და მის განსახორციელებლად შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას სთხოვს.

ფონდის დამფუძნებლებმა დღეს პრესკონფერენციაზე პროექტის თაობაზე ისაუბრეს. როგორც ფონდის თავმჯდომარემ მალხაზ ცისკარიშვილმა განმარტა, ფონდმა უნიკალური პროექტი შეიმუშავა რომლის მიხედვით, მეანაბრეთა ზარალის ანაზღაურება ისე უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვეს.

მისი თქმით, ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, უპირველესად სახელმწიფომ ზარალი უნდა აღიაროს, შემდეგ უნდა დადგინდეს დაზარალებულ მეანაბრეთა რეალური რაოდენობა და მოხდეს მათი ინდექსაცია, ხოლო ბოლოს, კონკრეტული მეანაბრის მიერ დაკარგული თანხის ოდენობა მოქმედ ვალუტაში უნდა განისაზღვროს.

„სახელმწიფომ დაზარალებულებს უნდა მისცეს თამასუქი ანუ ფასიანი ქაღალდი. ამის შემდეგ, უნდა მიიღოს კანონი, რათა თამასუქს მოქმედების ძალა მიეცეს. მეანაბრეს თამასუქის გაყიდვის უფლება ექნება. ის შეიძლება იყიდოს მეწარმემ, რომელიც გადასახადს, მაგალითად, ქონებისა და მოგების ამ ფასიანი ქაღალდით გადაიხდის“ - განაცხადა ცისკარიშვილმა და აღნიშნა, რომ თამასუქით სარგებლობას თავად მეანაბრეც შეძლებს, თუ ის სამეწარმეო საქმიანობას დაიწყებს.

იდეის ავტორთა განაცხადებით, პროექტი უნიკალურია, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ის საქართველოს საპატენტო უწყებაში დააპატენტეს.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თამაზ ვაშაკიძის განცხადებით, პროექტის შესახებ პრეზიდენტს და პარლამენტის სპიკერს აცნობეს, თუმცა, მისივე განცხადებით, ამ დრომდე იდეით არავინ დაინტერესებულა.

ვაშაკიძის განმარტებით, პროექტი გააცნეს ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც მას გარკვეული რისკების შემცველს უწოდებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა