თბილისში, ვარკეთილის და ახმეტელის მეტროსადგურებში კომპანია „სილქნეტის“ სერვის-ცენტრები ამოქმედდა.
კომპანიის ინფორმაციით, მომსახურების ახალ ოფისებში მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ და შეიძინონ „სილქნეტის“ პროდუქტები, ასევე მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
მეტროსადგურებში გახსნილი სერვის ცენტრები ფიზიკურ პირებს მოემსახურება და კვირის სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათ–კვირას კი - 10:00-დან 15:00 საათამდე იმუშავებს.
უახლოეს პერიოდში „სილქნეტის“ მომსახურების ოფისები სხვა მეტროსადგურებშიც გაიხსნება.

















