logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
გენადი არველაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
გენადი არველაძე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
22:05 23.12.2016
ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციპი ხოტოველმა შეხვედრაზე, რომელიც 23 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
გენადი არველაძემ ისრაელის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მან ასევე ისაუბრა საინვესტიციო პროექტების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ დადებით ტენდენციებზე, რომელსაც საქართველოსა და ისრაელს შორის 2014 წლიდან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2015 წელს ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის 11 თვეში კი ამ მაჩვენებელმა 59%-ით მოიმატა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთან სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ და განიხილა შესაძლებლობა აღნიშნულ სექტორებში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
ამასთან, მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის და საექსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის შესაძლო გამართვის საკითხი. გენადი არველაძის განცხადებით, აღნიშნული კომისიის სხდომის გამართვა მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და განვითარების მიზნით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა