საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ონლაინ-
სესხების აკრძალვა დააანონსა.
პრემიერის განცხადებით, მთავრობა ამზადებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება.
„ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ სესხების გაცემა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ყველა ის ნაბიჯი გადადგმულია, როგორც უკვე აღვნიშნე სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც მომენტალური, მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი საშუალო და გრძელვადიანი შედეგი ექნება“ - განაცხადა პრემიერმა.

















