"ქართული დასი" ქვეყანაში არსებული საწვავის ფასებს აპროტესტბს.
"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას თქმით, მსოფლიოში ბენზინზე ყველაზე მაღალი ფასი საქართველოშია.
სააგენტო "ნიუსპრესთან" საუბრისას ბაღათურიამ განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევით, საქართველოში ბენზინის ფასი სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით გაცილებით მაღალია.
"სომხეთში საწვავი საქართველოდან შედის და იქ მისი ფასი 20 თეთრით ნაკლებია ვიდრე ჩვენთან, აზერბაიჯანში კი, საიდანაც საწვავის 80 პროცენტი შემოდის, ბენზინის ფასი 80 თეთრია " - აცხადებს ბაღათურია.
დღეს "ქართული დასის" წევრებმა ამ საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია სანაპიროზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის სათაო ოფისთან გამართა.

















