პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაცით,
იმისათვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზარდოს, სახელმწიფოს დამატებითი ვალის აღება მოუწევს.
აღნიშნულის შესახებ კვირიკაშვილმა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელმაც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის დიმიტრი ქუმსიშვილის ნათქვმი გაიხენა, რომლის მიხედვითაც, მთავრობა სახელმწიფო ვალს აღარ გაზრდის.
„ჩვენ პროგრამაში არ გვიწერია, რომ სახელმწიფო ვალს არ გავზრდით. ჩვენ გვიწერია ის, რომ სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან იქნება ჯანსაღი იმისათვის, რომ არ გაუარესდეს საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის. რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს დამატებითი ვალის აღება იმისათვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზარდოს და ამაში ნეგატიური არაფერია“-განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს და მათ კითხვებს პასუხობს.

















