logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ტალინსა და რიგაში ქართული ღვინის დეგუასტავია გაიმართა
ტალინსა და რიგაში ქართული ღვინის დეგუასტავია გაიმართა
12:19 17.11.2016
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებად რჩება, სადაც მომავალ წელს ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს გააგრძელებს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ ესტონეთსა და ლატვიაში გამართული ქართული ღვინის პრეზენტაციების შემდეგ განაცხადა.
ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაცია სახელწოდებით - „Wines of Georgia”, რომელსაც ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, ტალინსა და რიგაში გაიმართა. პრეზენტაციებს ადგილობრივი და უცხოელი იმპორტიორები, სომელიეები, რესტორნების მეპატრონეები, ღვინის კლუბის წევრები, ღვინის ჟურნალისტები და ბლოგერები დაესწრნენ. ტალინში ერთ-ერთი პრეზენტაცია ესტონეთის სომელიეთა სკოლაში გაიმართა.
„ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის ტრადიციული ბაზრებია, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ახალ სეგმენტზე - ახალგაზრდებზე, რათა მათ გავაცნოთ ქართული ღვინის კულტურა და ტრადიციები. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ესტონეთის სომელიეთა სკოლის სასწავლო პროგრამაში ქართული ღვინოებიც შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელსაც გააგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, როგორც ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
რიგაში გამართულ ღონისძიებას ლატვიაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალია დაესწრო. ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ლატვიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საელჩო ხელს უწყობს ქართველ მეღვინეებს ლატვიური ბაზრის ათვისებაში.
თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით, ბოლო ორი წლის მონაცემებით, ლატვიაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და შედეგად, ქვეყანა პირველ ადგილზეა ბალტიისპირეთში ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების (ჭაჭა, ბრენდი) იმპორტის მოცულობით.
ტალინსა და რიგაში გამართულ დეგუსტაციებში წარდგენილი იყო ქართული ღვინის 8 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. ეს კომპანიებია: „ბესინი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „შილდა“, „თელა“, „ვაინმენი“, „მათრობელა ვაინსი“, „კახური“ და BGW.
უწყების ცნობით, ლატვია და ესტონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების ათეულში შედიან. 2016 წლის 10 თვის მონაცემებით, ლატვიაში (მე-6 ადგილი) საქართველოდან ექსპორტირებულია 980 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო ესტონეთში (მე-8 ადგილი) 516 ათასამდე ბოთლი, რაც 33%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა