მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „სეზონური ხილის ფესტივალი“ მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ხილი, ასევე ხილისგან წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია, მათ შორის, ნაყინი, გამაგრილებელი სასმელები და სხვა.
ფესტივალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გახსნის.
ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია.
ფესტივალის ფარგლებში სტუმრები მცხეთაში ელექტრომობილებით გაისეირნებასაც შეძლებენ.

















