„ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი ეროვნული ვალუტის ირგვლივ არსებულ მოვლენებს
აფასებს.
ვოლსკის განცხადებით, იმ პროცესების საფუძველზე, რაც მიმდინარეობს, ლარის კურსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.
“პანიკის საფუძველი არ არსებობს, მძიმე პროცესების ფონზე, რაც მიმდინარეობს. საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა და ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც ექნება ძალიან გამართული პოზიცია, რათა ის საფუძველი, რაზეც ცალკეული პიროვნებები პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრობენ, არ გამართლდეს და რეალობაში მოხდეს ის, რასაც ყველა ველოდებით- სტაბილიზაცია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ერთი დოლარის შეძენა 2.4773 ლარადაა შესაძლებელი.

















