სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აკეთებს.
საქსტატის ცნობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1,5 პროცენტი, 2016 წლის III კვარტალში - 2,2 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა.

















