logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ორმხრივ ვაჭრობაში მეტად განსავითარებლად საქართველო და აზერბაიჯანი სამუშაო ჯგუფს შექმნიან
ორმხრივ ვაჭრობაში მეტად განსავითარებლად საქართველო და აზერბაიჯანი სამუშაო ჯგუფს შექმნიან
17:23 28.10.2016
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა და მასთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის მხარეთა საექსპორტო შესაძლებლობები, ამ მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურება და ხელშეწყობა,
აღსანიშნავია, რომ შაჰინ მუსტაფაევი აზერბაიჯანის პირველი ოფიციალი პირია, რომელიც ვიზიტით საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეწვია.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტროების დონეზე ჩამოყალიბდება და შეისწავლის მხარეთა საექსპორტო პოტენციალს და შეიმუშავებს წინადადებებს სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიზნით. ორმხრივი ვაჭრობის გარდა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და შაჰინ მუსტაფაევმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მთელი სპექტრი განიხილეს. მხარეებმა ერთმანეთს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ეკონომიკების მდგომარეობისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების შესახებ.
აღინიშნა, რომ 2016 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობის აზერბაიჯანი საქართველოს უმთავრესი ინვესტორია. 2016 წლის იანვარ-ივნისში ინვესტიციების ოდენობა აზერბაიჯანიდან, წინა წელთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა, 282,5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და 34%-იანი წილით კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს საქართველოში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. საქართველოს ვიც-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა აზერბაიჯანული ინვესტიციის ზრდას საქართველოს ეკონომიკაში და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ტრანზიტის სფეროში. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაზრდიან ძალისხმევას ე.წ. კასპიის სატრანზიტო კორიდორის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს გაივლის. აღინიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ, ტვირთბრუნვა აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით გაიზრდება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, ვიზიტორების ოდენობა აზერბაიჯანიდან, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 11%-ით და შეადგინა 1,170,301 ვიზიტორი. აღნიშნულ პერიოდში, ვიზიტორების შემოსვლების მიხედვით, საქართველოს ძირითად ათეულში, აზერბაიჯანი I ადგილზე იმყოფება 24%-იანი წილით.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი თბილისის აბრეშუმის გზის მეორე ფორუმზე მიიწვია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა