საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით ტექნოპარკში კომპანია Microsoft -
ის წარმომადგენლებთან, ბატონ ალექსანდრე ლოჟკინთან (ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის განვითარების ხელმძღვანელი) და ბატონ ვილფრედ ჰერმანთან (დსთ-ს რეგიონის განვითარების ხელმძღვანელი) შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა იყო, თუ როგორ ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები ბიზნესის განვითარებას.
შეხვედრის განმავლობაში კომპანია Microsoft - ის წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილება სტუმრებს გაუზიარეს და იმის შესახებ ისაუბრეს , თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიები ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის.
შეხვედრაზე დამსწრეებს ასევე, Microsoft - ის წარმომადგენლებთან პირადი კომუნიკაციის დამყარების საშუალება ჰქონდათ, შეეძლოთ დაესვათ ნებისმიერი კითხვა, რაც შემდეგ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებოდათ.
მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მომავალშიც აქტიურად განახორციელებს.

















