Sმარტივის მობილური აპლიკაციით სარგებლობა ამიერიდან iOS სისტემის ტელეფონებზეცაა შესაძლებელი. „ლიბერთი ბანკი“ უახლოეს
მომავალში ანალოგიური პროგრამის შექმნას BlackBerry-სთვისაც გეგმავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ლიბერთი ბანკში განუცხადეს, აპლიკაცია App Store-ზე 1 კვირის წინ განთავსდა.
Sმარტივის მობილური აპლიკაცია არის კომპაქტური პროგრამა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაუბრკოლებლად მართოს თავისი Sმარტივი ანგარიში. პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა მობილურ ტელეფონზე ჩართული იყოს WiFi, ან 3G ინტერნეტი.
აპლიკაციის ფარგლებში შესაძლებელია თანხის მიღება და გადარიცხვა, Sმარტივი კალათის შექმნა, სხვადასხვა გადასახადის გადახდა და სხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება, რაც აქამდე მხოლოდ ბარათით და ინტერნეტით იყო შესაძლებელი.
Sმარტივის მობილური აპლიკაცია 2012 წლის მარტში Android სისტემის მობილური ტელეფონებისთვის გაეშვა.

















