კომპანია „სილქნეტმა“ რეგიონში მცხოვრები აბონენტებისთვის მრავალფეროვანი ტარიფები აამოქმედა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან
აცნობეს, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, თავად აირჩიოს მისთვის სასურველი სატარიფო სქემა, გააქტიუროს „სილქნეტის“ რამდენიმე სერვისი ერთად და მიიღოს ფასდაკლებები.
ფიქსირებული ქსელის მომხმარებელებს რეგიონში ერთის ნაცვლად 3 სააბონენტო პაკეტიდან შეეძლება არჩევა. სიახლეა 7 ლარიანი და 10 ლარიანი პაკეტების ამოქმედებაც.
ამავე პაკეტის პირობებში შესაძლებელია, მომხმარებელმა სააბონენტო გადასახადის გარეშე ისარგებლოს სილქნეტის მობილური ტელეფონი S1-ით და ჩაერთოს ორმაგი შეთავაზების პაკეტში. თუ მომხმარებელს სილქნეტის ქალაქის ტელეფონზე გააქტიურებული აქვს მომსახურების 7 ლარიანი პაკეტი, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ერთი მობილური ტელეფონით სააბონენტო გადასახადის გარეშე, ხოლო 10 ლარიან სააბონენტო პაკეტზე – ორი მობილური ტელეფონით.
რეგიონებისთვის ასევე მოქმედებს სამმაგი და ოთხმაგი შეთავაზების პაკეტები. მინიმალური პაკეტის საფასური 44 ლარია. ეს პაკეტები აერთიანებს ტელეფონის, ინტერნეტის და ტელევიზიის, ასევე ტელეფონის, ინტერნეტის, ტელევიზიის და მობილური ტელეფონის სააბონენტო გადასახადს.

















