logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის I კვარტალში 269 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის I კვარტალში 269 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
11:03 12.06.2012

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012 წლის I კვარტალში 269

მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 62 პროცენტით აღემატება 2010 წლის I კვარტალის დაზუსტებულ, ხოლო 55 პროცენტით - 2011 წლის შესაბამისი პერიოდის წინასწარ მონაცემს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2012 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 61 ქვეყნიდან განხორციელდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში 56, ხოლო 2010 წლის I კვარტალში 53 ქვეყანა შეადგინა.

2012 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა - პირველ ადგილზეა გერმანია 131.1 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილი თურქეთმა დაიკავა, რომელმაც საქართველოში 32.2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო 27.3 აშშ დოლარით.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2012 წლის I კვარტალში მთლიანი ინვესტიციების 94 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გერმანია იმყოფება 49 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 12 პროცენტით, მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 10 პროცენტით, მომდევნო პოზიციებს ვირჯინის კუნძულები და იაპონია იკავებს 8-8 პროცენტით და ლუქსემბურგი - 7 პროცენტით.

2012 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მას მოჰყვება საფინანსო სექტორი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, უძრავი ქონება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და ენერგეტიკა.

2011–2012 წლების კვარტალური მონაცემები წინასწარია და ექვემდებარება დაზუსტებას შესაბამისი პერიოდის წლიური სტატისტიკური გამოკვლევის მასალების დამუშავების შემდეგ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა