კომპანია „პეპსის“ გათამაშების გამარჯვებულები დღეს დაჯილდოვდებიან.
კომპანიის მენეჯმენტი პრიზებს მათ დიღმის „გუდვილში“, პრიზების გაცემის პუნქტში
გადასცემს.
აქციის ფარგლებში, რომელიც 21 მაისს დაიწყო და 5 ივლისამდე გაგრძელდება, ყოველ 5 წუთში სხვადასხვა დასახელების პრიზი თამაშდება. ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 4000-ზე მეტი პრიზი, ხოლო ამდენივე აქციის დასრულებამდე გათამაშდება. აქციის ფარგლებში თამაშდება 45 ცალი X-ბოქსი (ფეხბურთის 360, 2012 წლის თამაშით), ფეხბურთის 4 500 ცალი ბურთი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ავტოგრაფებით და 4 500 ცალი „პეპსის“ ექსკლუზიური 6 ქლიანი შეკვრა.
აქედან გამომდინარე, მენეჯმენტში აცხადებენ, რომ მიმდინარე გათამაშება უპრეცედენტოა.
„გათამაშების ფარგლებში გაგზავნილი კოდებიდან კომპიუტერი 5 წუთში ერთხელ შემთხვევითობის პრონციპით ავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დღის გათამაშებაში არსებული 1 X-ბოქსის, 100 ფეხბურთის ბურთისა და 100 ცალი 6-ქილიანი შეკვრა „პეპსის“ მფლობელები ხდებიან. ჩვენ ყოველწლიურად ვაწყობთ წამახალისებელ გათმაშებებს ჩვენი მომხმარებლებისთვის და სხვადასხვა სახის ორიგინალურ პრიზებს ვთავაზობთ. ასეთი აქციებით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას ჩვენი ერთგული მომხმარებლების მიმართ“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ლომჯარია.
მენეჯმენტის ინფორმაციით, გამარჯვებულებს თბილისში პრიზების მიღება ქავთარაძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე მდებარე „გუდვილის“ მარკეტებში, ასევე, ვეკუას 3-ში მდებარე პოპულში შეუძლიათ. რაც შეეხება რეგიონებს, პრიზების გაცემა წარმოებს ქუთაისში - რუსთაველის #144-ში მდებარე სუპერმარკეტ „პოპულში“, ზუგდიდში - „ნიკორას“ საფირმო მაღაზიაში რუსთაველის #111-ში, თელავში - „ჯი ემ თი“-ში რუსთაველის # 110-ში და ბათუმში - „ვილმარტში“ ინასარიძის #12ა-ში.

















