„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, მსხვილ სერვისცენტრებში Digital Desk–ები
განთავსდება. მათი საშუალებით, მომხმარებელი სწრაფად და მარტივად შეარჩევს სასურველი სმარტფონის მოდელს, გააფორმებს განვადებას მობილური ტელეფონის შესაძენად, მიიღებს კომპეტენტურ რჩევებს და სურვილის შემთხვევაში, უფასოდ ჩაიწერს „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის პროგრამას შერჩეულ სმარტფონში.
Digital Desk-ები ამ დროისთვის 5 მსხვილ სერვისცენტრშია განთავსებული, ეტაპობრივად კი, „საქართველოს ბანკი-“ს ყველა სერვისცენტრში დამონტაჟდება.

















