ლუდსახარშ „ზედაზენს“ დღეს ლუდის გემანული კომპანია Bitburger - ის მფლობელი და გენერალური დირექტორი ეწვევიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება Bitburger-ის წარმომადგენლებმა „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლუდის გასინჯვის შემდეგ მიიღეს.
გერმანული ლუდის კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „ზედაზენი“ მსოფლიოს უდიდესი ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებს.
„ზედაზენის“ გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილ თქმით, Bitburger - ის დამფუძნებელის არისტ ფონ შლიპეს და კომპანიის გენერალური დირექტორის მათეუს ნივოდნიცანსკის ვიზიტის მიზანი ქარხნის დათვალიერება, ქარხანაში მიმდინარე სამუშაო პროცესების გაცნობაა.
Bitburger ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გერმანული ლუდსახარშია, რომელიც წლიურად, დაახლოებით, 4.2 მილიონ ჰექტოლიტრ ლუდს ხარშავს. საწარმო გაყიდვების მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

















