logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
თბილისში ბელარუსული კომპანიების გამოფენა გაიხსნა
თბილისში ბელარუსული კომპანიების გამოფენა გაიხსნა
17:44 01.09.2016
თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიხსნა, სადაც ბელარუსის 150 მსხვილი კომპანიის პროდუქციასთან ერთად, ქართულ-ბელარუსული საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორებია წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი დაესწრნენ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გამოფენა ქართველი და ბელარუსი ხალხის კიდევ უფრო დაახლოებას და სავაჭრო და ტურისტული საქმიანობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. გიორგი კვირიკაშვილმა ორივე ქვეყნის ხელისუფლების ამოცანად, 2017 წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდა დაასახელა.

„ამ გამოფენის იდეა 2015 წლის აპრილში ჩაისახა, როდესაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სტუმრობდა. ასეთი გამოფენები ხელს უწყობს ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებას და ახალი იდეების დაბადებას ბიზნესის წრეების წარმომადგენლებს შორის. ასევე მისასალმებელია, რომ ამ გამოფენის პარალელურად ჩატარდება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი, დადებითი დინამიკა ბევრი მიმართულებით, ეს არის ვაჭრობა, ტურიზმი და ა.შ. დავისახეთ ამოცანა, რომ 2017 წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობა უნდა გავზარდოთ 200 მილიონ დოლარამდე და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში მანქანებისა და ტრაქტორების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოს ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი და მსგავსი საწარმოების შექმნა სხვა მიმართულებითაცაა დაგეგმილი.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ მიხაილ რუსისთან, თუ როგორ უნდა გავაფართოოთ ეს წარმოება სხვა სახეობების მიმართულებით და ასევე სერვისის მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან წარმატებული ტექნოპარკი, რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა - სტარტაპის დამწყები ბიზნესის დაფინანსების მოდელი დიდწილად ნაკარნახევია იმ ძალიან წარმატებული გამოცდილებით, რომელიც ბელარუსის ტექნოპარკს გააჩნია. აღნიშნული ტექნოპარკი მოვინახულეთ ჩვენი ვიზიტის დროს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენისთვის. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები იაქტიურებენ და დაამყარებენ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან ბიზნეს კონტაქტს. მინდა, ასევე მივესალმო საქართველოს საელჩოს მხრიდან მინსკში ჩატარებულ თბილისობის ღონისძიებას, რომელსაც ათიათასობით ადამიანი დაესწრო ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

თბილისში გამართული ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენის მნიშვნელობა ასევე შეაფასა ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმ. მისი თქმით, გამოფენა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებას.

„ყველა ამოცანა, რაც ჩვენს წინაშე დგას, აუცილებლად შესრულდება. ბელარუსის და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები თანხვედრაშია და ავსებს ერთმანეთს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სახით ვხედავთ ნამდვილ მეგობარს, რომელიც გვერდით გვიდგას და მხარს გვიჭერს“ - აღნიშნა მიხაილ რუსიმ სიტყვით გამოსვლისას.
ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ გამოფენაზე წარმოდგენილ ექსპონატებს შორისაა საქართველო-ბელარუსის ერთობლივი საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორები. გამოფენა მოიცავს ბელარუსული პროდუქციისა და მომსახურების ფართო სპექტრს: მანქანათმშენებლობა და ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, სამეცნიერო მიღწევები და ახალი ტექნოლოგიები, ნავთობ-ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული პროდუქცია, მსუბუქი მრეწველობა, ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ტურისტული მომსახურება, სამომხმარებლო საქონელი და სხვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა