logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
როგორ ავიღოთ ეფექტური სესხი
როგორ ავიღოთ ეფექტური სესხი
13:07 31.08.2016
სწრაფი სესხი არის პროდუქტი, რომელიც ყველასთვის მისაღებია, რადგან ყოველგვარი სირთულეებისა და დროში გაწელილი პროცედურების გარეშე, გირაოს გარეშე,, შეგიძლიათ კრედიტის აღება.

ონლაინ სესხების სიმარტივე იმაში მდგომარეობს, რომ სახლიდან გაუსვლელად, 15 წუთში, შეგიძლიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან სასურველი თანხა მიიღოთ. ამისთვის მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე, სესხის თხოვნის აპლიკაციის შევსება დაგჭირდებათ, სასურველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებ–გვერდზე. გარკვეულ შემთხვევებში კი, ამ ოპერაციის განხორციელება უკვე ტელეფონიდან, მოკლეტექსტური შეტყობინებითაც შეგიძლიათ.

თუმცა, რა თქმა უნდა, პროცედურულმა სიმარტივემ და სისწრაფემ ზედმეტად არ უნდა მოგხიბლოთ. სესხის აღებამდე კარგად დაფიქრდით, გაიაზრეთ, შეადარეთ სხვადასხვა კომპანიის შემოთავაზება და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.

საიტი sesxebi365 არის პლატფორმა, სადაც დეტალური ინფორმაციაა განთავსებული თითოეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესახებ. ვებ–გვერდი საშუალებას გაძლევთ საფუძვლიანად შეადაროთ სწრაფი სესხების გამცემი კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობები, და ადვილად, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით გადაწყვიტოთ, რომელია თქვენთვის ყველაზე მისაღები.
საიტი ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გიზიარებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ სესხის აღებამდე, რათა თქვენს მიერ აღებული კრედიტი ეფექტური გამოდგეს.

თავდაპირველად, კარგად დაფიქრდით კონკრეტულ სიტუაციაში რა თანხა იქნება საკმარისი. სწრაფი სესხის კომპანიები ყოველდღიურად ზრდიან გასაცემი თანხის მაქსიმალურ რაოდენობას. თუმცა, დიდი თანხის მარტივად მიღების იდეამ არ გაგიტაცოთ და აიღეთ ზუსტად იმდენი, რამდენიც გჭირდებათ.

ამის შემდეგ, შეამოწმეთ, რომელ კომპანიას როგორი საპროცენტო განაკვეთი აქვს. რადგან სწრაფი სესხები ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გაიცემა, საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, გათვალეთ, რომელი კომპანიის შემოთავაზება ამ მაჩვენებლის მიხედვით, თქვენთვის უფრო მისაღებია. კარგად გამოიანგარიშეთ, ყოველთვიური შემოსავლიდან გამომდინარე, რა თანხის გასტუმრებას შეძლებთ, იგულისხმება როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი და ისესხეთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ და ამავდროულად, რამდენის უპრობლემოდ დაბრუნებას შეძლებთ.

განვიხილოთ სხვა სიტუაცია. შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული და, მიუხედავად სწორი და ყოვლისმომცველი გათვლებისა, დავუშვათ, რომ სესხის გადახდა გაგიჭირდათ. ამიტომ, კრედიტის აღებამდე, კარგად გაარკვიეთ რამდენია გადახდის გადაცილების შემთხვევაში ჯარიმა პირველ და ყოველ მომდევნო დღეზე. ასევე როგორია გადავადების პირობები, ანუ რამდენი ხნით შეგიძლიათ სესხის გადავადება და რა თანხას გადახდა მოგიწევს ამ მომსახურებაში.

სესხის გადახდას მაინც ვერ ახერხებთ? ამ შემთხვევაში არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელსაც სესხის რესტრუქტურიზაცია ჰქვია. რესტრუქტურიზაცია გულისხმოს მომსახურების პირობების ცვლილებას, რათა კლიენტი მარტივად გაუმკლავდეს ნაკისრ ვალდებულებას. ამ დროს, კომპანია მომხმარებლის ყველა ვალდებულებას, ანუ ძირითად თანხას და მასზე დარიცხულ პროცენტებს აერთიანებს და უფრო მეტ დროს აძლევს მას მთლიანი თანხის გადასახდელად. გამოდის, ყოველთვიურად იხდით ნაკლებს, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

თუმცა, ისევ და ისევ, უკეთესია ისესხოთ იმდენი, რამდენის გადახდასაც მარტივად შეძლებთ, ეფექტურად გამოიყენოთ მიღებული თანხა და არ მოხვდეს თქვენი კრედიტი პრობლემური სესხების კატეგორიაში.


newspress.ws.com.ge



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა