ლუდსახარშ „ზედაზენს“ ხვალ ლუდის გემანული კომპანია Bitburger - ის მფლობელი და გენერალური დირექტორი ეწვევიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება Bitburger-ის წარმომადგენლებმა „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული ლუდის გასინჯვის შემდეგ მიიღეს.
„ზედაზენის“ გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილ თქმით, Bitburger - ის დამფუძნებელის არისტ ფონ შლიპეს და კომპანიის გენერალური დირექტორის მათეუს ნივოდნიცანსკის ვიზიტის მიზანი ქარხნის დათვალიერება და ქარხანაში მიმდინარე სამუშაო პროცესების გაცნობაა.
Bitburger ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გერმანული ლუდსახარშია, რომელიც წლიურად, დაახლოებით, 4.2 მილიონ ჰექტოლიტრ ლუდს ხარშავს. საწარმო გაყიდვების მიხედვით კი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

















