საქართველოში ოპერირებას ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის ავიახაზები“ იწყებს.
„ეგეოსის ავიახაზები“ 11 ივნისიდან პირდაპირ რეისებს თბილისი-ათენის მიმართულებით შეასრულებს.
ფრენები კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და ხუთშაბათს განხორციელდება.
ავიაკომპანია მგზავრებს როგორც საბერძნეთის კუნძულებისა და ქალაქების, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით გადაიყვანს.

















