ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ცერემონია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.
ცერემონიაზე ზაფხულის ტურისტული
კალენდრის პრეზენტაცია შედგება, რომლის ფარგლებში, დღეიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, სხვადასხვა ტურისტული აქტივობაა დაგეგმილი.
ტურისტული პროექტი მიზნად ისახავს შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას და მისი სლოგანია „შემოიარე საქართველო“.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დაესწრება.

















