თურქეთის ქალაქ ყარსში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი გაიმართება.
ფორუმში მონაწილეობისთვის საქართველოს ბიზნესდელეგაცია
ყარსში დღეს გაემგზავრება, ბიზნესფორუმი კი - ხვალ შედგება.
ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ არიან.
როგორც „ნიუსპრესს“ ასოციაციის წარმომადგენელმა ლაშა ლაბაძემ განუცხადა, ფორუმზე სამივე ქვეყნიდან 200-მდე კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, მშენებლობის, სატრანსპორტო გადაზიდვებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში საქმიანობენ.
ღონისძიებას საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრები დაესწრებიან.
ეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის რიგით მეორე ფორუმია, პირველი ასეთი ღონისძიება თბილისში უკვე გაიმართა.

















