ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ტექნო ბუმი“ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მხოლოდ სამი დღით - დღეს, ხვალ და
10 ივნისს „გრილი ტექნიკის ფესტივალს“ მართავს.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, „გრილი ტექნიკის ფესტივალი“ ტექნო-ბუმის ცენტრში 8:00 საათიდან გაიხსნა.
ფესტივალის ფარგლებში ზაფხულის სეზონისთვის ყველაზე აქტუალური ტექნიკის გამოფენა და ფასდაკლებით გაყიდვა ეწყობა. გაყიდვაშია ყველა დასახელების გრილი ტექნიკა, მათ შორის მაცივრები, ვენტილატორები, დისპენსერები, კონდიციონერები. აღნიშნულ ფესტივალზე ინოვაციური AIR WATER COOLER-ების და წყლის გასაფილტრი დოქების პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ვიქენდ-ფესტივალზე გაიყიდება.
კომპანიის ინფორმაციით, AIR WATER COOLER-ი არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ჰაერს წყლის მეშვეობით აგრილებს.
რაც შეეხება წყლის გასაფილტრ დოქს, ის მძიმე ლითონებისგან წყალს ფილტრავს და მას ფტორით ამდიდრებს.
„გრილი ტექნიკის ფესტივალი“ „ტექნო ბუმის“ თბილისის მაღაზიების გარდა, ბათუმში, გორში, ზესტაფონსა და ქუთაისშიც მიმდინარეობს.

















