თბილისი მერი გიგი უგულავა ოფიციალური ვიზიტით ყატარის დედაქალაქ დოჰაში იმყოფებოდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გიგი
უგულავამ და დოჰას მერმა მოჰამედ ალ საიდმა თბილისისა და დოჰას დაძმობილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეხვედრები გაიმართა ასევე, ყატარის ურბანული დაგეგმარების მინისტრ შეიხ აბდულ რაჰმან ბინ ხალიფ ალ ტანისთან და „ყატარის ავიახაზების“ აღმასრულებელ დირექტორ აქბარ ალ ბაქართან, სადაც ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ყატარის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული რეფორმებითა და საინვესტიციო კლიმატით დაინტერესდნენ.
საუბრისას აღინიშნა, რომ თანამშრომლობის მიზანი გამოცდილების გაზიარება, ორმხრივად ხელსაყრელი პროექტების შემუშავება, ინვესტიციების განხორციელება, ტურიზმის განვითარება, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობაა, რაც თბილისში ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
მერიის ინფორმაციით, მოლაპარაკების შედეგად გეგმები შემუშავდა, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

















