2011 წელს მაუწყებლობიდან მიღებული შემოსავალი 2010 წელთან შედარებით 12.8 მლნ ლარით ანუ 17%- ით გაიზარდა და 88 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მაუწყებლების შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამაა. 2011 წელს რეკლამიდან მიღებული შემოსავლის წილი 68.8% იყო. მას სპონსორობით მიღებული შემოსავლები მოჰყვება, რაც 12.6%-ს შედგენს.
შემოწირულობას უმნიშვნელო წილი ეკავა- 1.2%, სხვა შემოსავლების წილი კი - 16.7% იყო. სხვა შემოსავლებში ინტერაქტიული ნომრებიდან, განცხადებებიდან, იჯარიდან, ტექნიკური მომსახურებიდან, გადაცემის განთავსებიდან მიღებული შემოსავლები შედის.

















