ბანკი „რესპუბლიკა“ დღეს „მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეულს“ იწყებს, რომლის მიზანი სოციალურად სასარგებლო ღონისძიებების
განხორციელება და მოქალქეთა ფიზიკური, მორალური და ფინანსური თანადგომაა.
როგორც „ნიუსპრესს“ ბანკიდან აცნობეს, წელს, კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, მათ შორის, სოციალურად დაუცველთათვის თანხის შეგროვება, სისხლის გაღება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად და მონაწილეობა მარათონში „სიცოცხლის გადასარჩენად”.
ბანკ „რესპუბლიკის” რეგიონულ ფილიალებში სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო ღონისძიებაც გაიმართება.
მოქალაქეობრივი მოვალეობის კვირეული ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის” ყველა წევრ ქვეყანაში უკვე მეხუთე წელია ტარდება.

















