კომპანია „სილქნეტი“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და პენსიონერებისთვის რეგიონებში უსადენო ტელეფონით მომსახურებაზე შეღავათებს აწესებს.
ამიერიდან რეგიონებში მცხოვრები პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები, მარტოხელა პენსიონერები და ინვალიდები, რომლებსაც მარჩენალი არ ჰყავთ, უსადენო ტელეფონის ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადზე 50%–ინი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „სილქნეტიდან“ აცნობეს, შეღავათით სარგებლობისთვის აბონენტმა „სილქნეტის“ ნებისმიერ სერვისცენტრს უნდა მიმართოს და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და სტატუსის დამადასტურებელი ცნობა წარადგინოს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ უსადენო ქსელის გარდა პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები, მარტოხელა პენსიონერები და ინვალიდები, რომლებსაც მარჩენალი არ ჰყავთ, ფიქსირებულ სატელეფონო ქსელეზე სხვადასვა სახის შეღავათებით სარგებლობენ.
დღეისთვის, ფიქსირებულ ტელეფონზე, ქვეყნის მასშტაბით, შეღავათებით 5 869 ადამიანი სარგებლობს.

















