logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბობოხიძის თქმით, ხელისუფლებამ დაცული ტერიტორიების ფართობებს უნდა გადახედოს
ბობოხიძის თქმით, ხელისუფლებამ დაცული ტერიტორიების ფართობებს უნდა გადახედოს
16:45 31.05.2012
საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს გადახედოს ქვეყანაში არსებული დაცული ტერიტორიების საკითხს, რათა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელი არ შეეშალოს.  ამის შესახებ დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც კოლხეთის დაცული ტერიტორიიდან 842,4 ჰექტარი ფართობის მიწის გამიჯვნას ითვალისწინებს.
როგორც ბობოხიძემ განაცხადა, აღნიშნული ფართობი მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაა, სადაც ეკონომიკური საქმიანობა დაშვებულია და ცვლილების განხორციელების შემდეგ, იქ ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება.
კერძოდ, საუბარია ფოთი-ანაკლიის შემაერთებელი დაახლოებით 15 კილომეტრიანი საავტომობილო გზისა და საკურორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.
„ჩვენთვის ბუნება არ არის მეორეხარისხოვანი, მაგრამ მოსახლეობაზე და ქვეყნის განვითარებაზე უპირველეს ყოვლისა ვზრუნავთ. ამიტომ, ხელისუფლებას მოუწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შესაძლოა ვიღაცას არ მოეწონოს“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ეს ცვლილება საჭიროა, ასევე, ინვესტიციის მოსაზიდად, რადგან ინვესტორები უარს აცხადებენ საქმიანობის დაწყებაზე, თუ ტერიტორტია დაცულია.
„ამჟამინდელ ხელისუფლებას თუ არა, მომავალს მაინც მოუწევს არსებულ დაცულ ტერიტორიებს გაფართოების ან შემცირების თვალსაზრისით გადახედოს“ – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, დრო იცვლება და ერთხელ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიძლება უყველა დროისთვის მისაღები იყოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა