სილქტივის “საშინაო სკოლას“ ორი ახალი საგანი - ბიოლოგია და ფიზიკა დაემატა.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანიიდან აცნობეს, მოსწავლეებს
შეეძლებათ აღნიშნულ დისციპლინებში 15-20 წუთიან ვიდეოგაკვეთილებს მოუსმინონ. აქამდე „საშინაო სკოლა“ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, გეოგრაფიის და ისტორიის გაკვეთილებს მოიცავდა.
კომპანია „სილქნეტმა“ მომხმარებელს სოციალურ–შემეცნებითი პროექტი „საშინაო სკოლა“ წელს შესთავაზა, რომელიც მოსწავლეებს ახალი ფორმატით და მეთოდით სასკოლო გაკვეთილების ათვისებაში ეხმარება.
საქართველოს მასშტაბით „სილქტივის“ ყველა მომხმარებლისთვის „საშინაო სკოლა“ ხელმისაწვდომია უფასოდ.

















