საქართველოს დღეს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი დირკ ნიბელი ეწვია.
როგორც „ნიუსპრესს“ მთავრობის კანცელარიაში აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმარი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკოლოზ გილაურს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მხარეები განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტი საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება.
საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 13 აპრილს დამყარდა.
2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 163,18 მლნ დოლარი შეადგინა, აქედან იმპორტი შეადგენს 147 მლნ დოლარს, ხოლო ექსპორტი 15 მლნ. დოლარია.

















