საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის საგრანტო და სასესხო შეთანხმებები გაფორმდება.
შეთანხმებებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) ვიცე-პრეზიდენტი, გერმანიის ელჩი და KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი გააფორმებენ. ხელმოწერის ცერემონიას აგრეთვე საქართველოში მყოფი გერმანიის ეკონომიკის განვითარების ფედერალური მინისტრი დირკ ნიებელი და დელაგაციის წევრები დაესწრებიან.
შეთანხმებები ბათუმში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და საქართველოში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გამოყოფას ითვალისწინებს.

















