logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრეზიდენტი უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტი უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდებს
15:34 30.05.2012
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტირების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი განცხადება მან რიგაში საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სააკაშვილმა ფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას ბევრი ისეთი რამის შეთავაზება შეუძლია, რაც უცხოური ბიზნესისთვის მიმზიდველია.

მისივე თქმით, საქართველოში აღმოსალეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა სივრცის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბიზნესგარემოა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში მარტივია საბაჟო პროცედურები, სწრაფად შეიძლება ბიზნესის რეგისტრაცია და ტრანზაქციები, გამარტივებულია ბიუროკრატიული პროცედურები, რაც ქვეყანას ამ მაჩვენებლით ახალი ზელანდიის გვერდით აყენებს, ხოლო ინფრასტრუქტურა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე სწრაფად ვითარდება.

სააკაშვილმა ლაზიკასა და მის საინვესტიციო შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

„ლაზიკას ძალიან საინტერესო მდებარეობა აქვს და გირჩევთ, ამ ბიზნესზე გაამახვილოთ ყურადღება“ - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობას სურს, ლაზიკაში ბრიტანული კანონები დანერგოს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს საუკეთესო მდებარეობა აქვს. კერძოდ, სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბათუმის პორტზე, რომელიც ყახაზი ოპერატორების მიერ იმართება, ფოთის პორტზე, რომელიც „მაერსკის“ მიერ ოპერირდება და ყულევის ტერნინალზე, რომელსაც აზერბაიჯანელები მართავენ.

„მეზობლებისგან განსახვავებით, ჩვენ არ გვაქვს გაზი, მაგრამ ქვეყანა კრიმინალისგან თავისუფალია“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და ამის დასტურად ევროკავშირის კვლევა მოიყვანა, რომლის მიხედვით საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

დასასრულ, პრეზიდენტმა ფორუმის მონაწილეები საქართველოში მოიწვია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა