ბანკმა „კონსტანტამ“ თბილისში დღეს კიდევ ერთი ფილიალი გახსნა.
ახალი ფილიალი ბარათაშვილის #2-ში მდებარეობს და მასში ყველა იმ სერვისით სარგებლობაა შესაძლებელი, რასაც „კონსტანტა“ მომხმარებლებს სთავაზობს.
როგორც ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი დონდოლაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, ახალ ობიექტში სრული საბანკო მომსახურებაა ხელმისაწვდომი.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამარ ლებანიძის განცხადებით, „კონსტანტას“ მთლიანად საქართველოში 33 ფილიალი აქვს.
„გასულ წელს „კონსტანტას“ სტრატეგიული პარტნიორი „თიბისი ბანკი“ გახდა, რამაც „კონსტანტას“ მნიშვნელოვანი პერსპექტივა მისცა. ბოლო პერიოდში 12 ფილიალი გავხსენით“ - განაცხადა ლებანიძემ.
2012 წლის ბოლომდე „ბანკი კონსტანტა“ საქართველოს მასშტაბით კიდევ 11 ფილიალს გახსნის.

















