პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ბათუმის ცენტრში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო President Plaza გახსნა.
სასტუმრო პრეზიდენტმა მეუღლესთან სანდრა რულოვსთან ერთად დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბათუმში მიმდინარე სამუშაოებზე სულ უფრო მეტი ადგილობრივი მოქალაქე საქმდება. მისივე განმარტებით, ბათუმში მიმდინარე მშენებლობები უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის კარგი საშუალებაა.
სასტუმრო 35 ნომრისგან შედგება, მათგან რამდენიმე ლუქსი და ერთი საპრეზიდენტო ნომერია. President Plaza ადგილობრივი კერძო ინვესტიციით აშენდა და მის მშენებლობაში 14 მლნ ლარი დაიხარჯა.

















