პეკინში საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ჩინეთის ტურიზმის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის გაფორმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ტურიზმის სააგენტოს თანამშრომლებმა კოლეგებთან ჩინელი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლის საკითხი განიხილეს.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ჩინური ტურისტული კომპანიები ოფიციალურად შეძლებენ საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას.
„უკვე ოფიციალურად შევიდა საქართველო რეკომენდებული ტურისტული მიმართულებების სიაში, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავიწყოთ მარკეტინგული ღონისძიებები და კერძო კომპანიებმა საკუთარი ტურისტულ პაკეტებში ჩინელ ტურისტებს საქართველო შესთავაზონ“ - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ.
სიდამონიძე ჩინური ავიაკომპანია „სამხეთ ჩინეთის ავიახაზების“ წარმომადგენლებსაც შეხვდა. საუბრის მთავრი თემა საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის საკითხი იყო.

















