აჭარაში ხვალ ტურიზმის კვირეული ფრანის ფესტივალით გაიხსნება.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კვირეულის განმავლობაში
სხვადასხვა ღონისძიება და აქცია ჩატარდება.
პროგრამის მიხედვით, ხვალ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე Hope Box-ის ანგელოზებაი Batumi beach jam - მოსამზადებელი ეტაპი და ავტობუსის საჯარო მოხატვა გაიმართება; 29 მაისს, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ავტობუსში და ავტობუსის ირგვლივ ფრანის დამზადების ვორკშოპი და „Happy Clouds“-ის ვორკშოპი მოეწყობა.
30 მაისს საზოგადოებრივი არტ-სამუშაოები გაიმართება, რაც ბათუმის პორტის კედლის მოხატვას გულისხმობს; 31 მაისს ავტობუსში და ავტობუსის ირგვლივ ბრეიქ-დანსის მასტერ კლასები და ფრანის დამზადების ვორკშოპი მოეწყობა; 1 ივნისს, ბავშთა საერთაშორისო დღეს, ახალი და ძველი ბულვარის ტერიტორიაზე ფრანების მობილური გამოფენა გაიმართება და ბრეიქ დანსები შესრულდება; 2 ივნისს კვლავ ბათუმის პორტის კედლის გოგებაშვილის ქუჩის მონაკვეთსს მოხატავენ. ტურიზმის კვირეული 3 ივნისს დასრულდება.

















