2011 წელს საქართველოში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.1 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის თანახმად, უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად გაიზარდა მოსახლეობის აქტიურობისა და დასაქმების დონეებიც. 2011 წელს 2010 წელთან მიმართებაში აქტიურობის დონემ 1 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონემ 1.6 პროცენტული პუნქტით იმატა.
სამსახურის ინფორმაციით, აქტიურობისა და დასაქმების დონეები გაზრდილია როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში. 2011 წელს 2010 წელთან მიმართებაში თითქმის ერთნაირად გაიზარდა როგორც დაქირავებით დასაქმებულთა, ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობაც, რის შედეგადაც აღნიშნული თანაფარდობა, პრაქტიკულად, არ შეცვლილა.

















