„ბანკი კონსტანტა“ დღეიდან 30 მაისამდე რეგიონებსა და დედაქალაქში ოთხ ახალ ფილიალს გახსნის.
ბანკის ინფორმაციით, დამატებითი ფილიალების გახსნა იმერეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პროდუქტებზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.
„ბანკი კონსტანტა“ ფილიალების გახსნას არა მხოლოდ რაიონებში, არამედ დედაქალაქის მასშტაბითაც გეგმავს. თვის ბოლომდე ორი ახალი ფილიალის გახსნა თბილისის ცენტრალურ უბნებში იგეგმება.
ბანკის ფილიალი თერჯოლაში დღეს, თბილისში – ვაჟა–ფშაველასა და ბარათაშვილის ქუჩებზე 28–29 მაისს, ხოლო წალკაში 30 მაისს გაიხსნება.
„ბანკ კონსტანტაში“ აცხადებენ, რომ სწორედ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, 2012 წლის პირველ კვარტალში ქვემო ქართლის რაიონს „ბანკი კონსტანტას“ ოთხი ახალი ფილიალი შეემატა, კერძოდ, ფილალები რუსთავში, წნორში, ბოლნისსა და გარდაბანში გაიხსნა.
2012 წლის ბოლომდე „ბანკი კონსტანტა“ საქართველოს მასშტაბით, კიდევ 11 ფილიალის გახსნას გეგმავს.

















