საერთაშორისო სავაჭრო პალატა-საქართველოს 28 მაისს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მე-4 რეგიონალურ კონფერენციას უმასპინძლებს.
ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, ავსტრიის, ბაჰქეინის, ეგვიპტის, ირანის, იორდანიის, ლიბანის, პაკისტანის და სხვა ქვეყნების ეროვნული კომიტეტების თავმჯდომარეები და გენერალური მდივნები, ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის სათაო ოფისის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან პარიზიდან და ლონდონიდან.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის პატრონაჟით გაიმართება.
ღონისძიება რუსთაველის თეატრში გალა-ვახშმით დაიხურება, რომელსაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების ორგანიზატორები მიიჩნევენ, კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება სტუმრებისთვის საქართველოს ბიზნესგარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად.

















