ატენის ხეობის განვითარებისა და მისი ტურისტული დანიშნულების ცენტრად გადაქცევის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტომ,
გორის მუნიციპალიტეტმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც "ნიუსპრესს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმების მიზანია ატენის ხეობის განვითარება და მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები თანხმდებიან ატენის ხეობის განვითარების პროექტის საერთო მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე პროგრამის განხორციელების პროცესში პასუხისმგებლობისა და მოვალეობების გადანაწილებაზე.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ და GIZ-ის პროგრამის - "კერძო სექტორის განვითარება საქართველოში" ხელმძღვანელმა იორგ ოელშლეგერმა.

















