შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ შპს „ქუთაისის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს“ 100 პროცენტიან წილს აუქციონზე ყიდის.
ობიექტის საწყისი ფასი 290 000 ლარია, ხოლო ვაჭრობის ბიჯი -10 000 ლარს შეადგენს.
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია, 250 000 ლარი აუქციონის დასრულებიდან 15 დღეში გადაიხადოს, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს. ასევე, საპრივატიზებო ობიექტში სამედიცინო საქმიანობის განხორციელების მიზნით ლიცენზია/ნებართვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში მოიპოვოს. მყიდველის მოვალეობაში 7 წლის განმავლობაში დაწესებულებისთვის სამედიცინო პროფილის შენარჩუნებაც შედის.
აღნიშნულ ლოტზე ვაჭრობისთვის საჭიროა ე.წ ბე-ს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა 87 000 ლარის ოდენობით.
აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შპს ”სახელმწიფო მომსახურების ბიუროსთან“ შეთანხმებით იქნება შესაძლებელი.
ელექტრონული აუქციონი 24 მაისსა დანიშნული.

















